სამედიცინო აპარატურები


საავადმყოფოების ადმინისტრატორები და ექიმები მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებულნი არიან  ეძებონ ბიუჯეტის შემცირების ახალი გზები. სულ უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულება მიმართავს განახლებული მეორადი სამედიცინო აღჭურვილობის ბაზარს, როგორც ახალი ტექნიკის შეძენის ოპტიმალურ ალტერნატივას.
 
განახლებული (გარემონტებული) აღჭურვილობის  შესყიდვა შესაძლოა იყოს საუკეთესო გამოსავალი თქვენი სამედიცინო დაწესებულებისათვის. ასეთი აღჭურვილობის ღირებულება გაცილებით დაბალია ახლის ფასებზე, ხოლო მათი მდგომარეობა -შესაძლოა იყოს საუკეთესო სათადარიგო ნაწილების/კომპონენტების შეცვლის შემდეგ.
 
განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა ყოველთვის არ ნიშნავს დაბალ ხარისხს. ხშირად ახალ და განახლებულ აპარატურას შორის განსხვავება არის მხოლოდ ფასი, ხოლო ძალისხმევის მაქსიმუმი მიმართულია სანდო და მომგებიანი გარიგების დადებისაკენ, რაშიც  MedWOW-ს შეუძლია დაგეხმაროთ შესყიდვის პროცესის ყოველ ეტაპზე. განახლებული აპარატურის შესყიდვით თქვენ დაზოგავთ ხშირად იმ თანხის ნახევარს, რაც ღირს ასეთივე მოდელის ახალი პროდუქტი. განახლებული აღჭურვილობის შესყიდვა განსაკუთრებულად პოპულარულია სამედიცინო სფეროს პრაქტიკოს ექიმებს შორის, რომლებიც ხსნიან პატარა კლინიკებსა და ოფისებს.
 
პრაქტიკულად სამედიცინო ტექნიკის მოძიებისას, ახალი მოდელების გვერდით შესაძლებელია აღმოაჩინოთ მეორადი ან განახლებული მოდელები, მაგრამ გაცილებით დაბალ ფასად. თუ სამედიცინო მოწყობილობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს-მაღალი დონის პროფესიონალებმა უზრუნველყვეს ყველა ტექნიკური და საექსპლუატაციო მახასიათებლების აღდგენა იმ მოცულობით და მაჩვენებლებით, რომლებიც მოცემულია სარემონტო დოკუმენტაციაში.
 
 განახლებულ სამედიცინო აღჭურვილობას, რომელიც განთავსებულია  MedWOW-ზე გასაყიდად/აუქციონზე, გააჩნია სრული ინფორმაცია რემონტის შესახებ, რომლის ხილვაც შესაძლებელია ნივთის შესახებ განცხადებაში. არსებობს  სამედიცინო აღჭურვილობის განახლების მრავალი სტანდარტი, ისინი შესაძლებელია დაჯგუფდეს სამ ძირითად კატეგორიაში:
 
ვიზუალური განახლება - ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა შემოწმებულია და არის გამართულ, მუშა მდგომარეობაში, მაგრამ მან გაიარა ვიზუალური განახლება: ნაკაწრები და სხვა ვიზუალური დეფექტები გამოსწორებულია, მოწყობილობა  შეიღება და/ან მოხდა რეტუშირება. ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი და არ არის წარმოდგენილი გარანტიები.
 
ძირითადი ნაწილების შეცვლა - ეს ნიშნავს რომ მოწყობილობა შემოწმებულია და არის გამართულ, მუშა მდგომარეობაში მისი შემადგენელი ნაწილების რემონტის შედეგად. სისტემას შეცვლილი აქვს გაფუჭებული ან გაცვეთილი მნიშვნელოვანი დეტალების უმრავლესობა და მოხდა მისი სპეციფიკაციების გაძლიერება, მაგრამ არა აუცილებლად მწარმოებლის ორიგინალი დეტალებით.
 
მთლიანად განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა -  ეს კატეგორია შეიცავს მოწყობილობებს, რომელებიც განახლებულნი არიან მის ორიგინალურ მდგომარეობამდე.  ეს ნიშნავს რომ იგი განახლებულია ახალი ტექნოლოგიების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით და გააჩნია გარანტია. მთლიანად განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა არის თავიდან აწყობილი და შემოწმებული ორიგინალური სპეციფიკაციების მიხედვით, რაც  მყიდველს აძლევს უსაფრთხოების, უმაღლესი ხარისხისა და მოწყობილობის კარგი მუშაობის გარანტიას.
 
განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის შეძენით თქვენ იღებთ მაღალ ხარისხსა და  საიმედოობას ხელმისაწვდომ ფასად.
 

No comments:

Post a Comment